Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

თვარაძე იდა
გაზიარება

ლამფა 

მე ვდგევარ გარეთ, ჩამომდის ღამე
ლილისფერ ფრთებით,
შენ, ჩემო მწუხარებავ, გააღე კარი.
შენ ზიხარ ჩემი ოვალისებრი
მაგიდის გვერდით
და გამომწვევად ჩაშტერებიხარ
ბებერ ლამფას, გააღე კარი!
მე შემოვალ და ერთად ვუყუროთ
ჩვენ ბებერ ლამფას,
ერთად ვიტიროთ, რომ ვერ ავანთეთ
ჩვენ ჩვენი ლამფა,
გააღე კარი, ჩემო მწუხარებავ,
ლამფა ჩუქურთმიანი, მოსევადებული
სევდაგადაკრული, ღიმილგადაკრული,
ლამფა დგას ჩამქრალ ლილისფერ ღამეში.
ლამფის ჩრდილი იწყება ღამის თავთან.
და მთავრდება ლამფის ჩრდილი
ღამის ბოლოსთან
ჩრდილი იტანჯება და
ღამესავით ლილისფერი მასაც გადაჰკრავს.

??????