სოლომნიშვილი ზინა
გაზიარება

ნუ შემეხები 

ვერხვის ფოთლებში ნიავი უსტვენს,
გამომაფხიზლე, მე თუ გავრინდდი...
დრო წყვილი თითით მიდენის წუთებს,
სხივით სავსეა უბე ამინდის...
მე არყოფნაში როგორ გავბრუნდე,
თუ შენს ძვალ-რბილში უკვე დავმკვიდრდი,
ჩუ, ამიწივლდნენ მთვლემი განცდები,
და ყველაფერი ბრუვდება ირგვლივ...
ნუ შემეხები პატარა გულზე,
დიდ ტკივილების ბუდეა იგი...

??????