ბაზაძე ირაკლი
გაზიარება

*** "რომ დამაპუროს შენმა ხმიადმა" 

რომ დამაპუროს შენმა ხმიადმა
ტაძრის კარებთან გიდგევარ მნათედ,
ვინ იცის, იქნებ დამაგვიანდა,
ვინ იცის, იქნებ მოვედი ადრე.
ვინ იცის ხვალე რას მაზიარებს
ბედი ცოდვებში ჩაფლულს ყელამდე
და მკერდში ახლა გული კი არა
დრო ძგერს, დრო ასე რო გრძნობს ყველაფერს.
რადგან ხარ ერთი დღემდე შეუცვლელ
ძიგურით, ბახვით, ძეგვით, ხრესილით...
და... საქართველოს ბებერ სხეულზე
მეც ბალახივით ვარ ჩასრესილი.

??????