პაპიაშვილი თამარ
გაზიარება

საინგილოს გზებზე 

მზე არ ჩასულა,
არა დგას ბინდი,
ღრუბლები მაინც ირევა ცაზე...
ლეგა ღრუბლები: პატარა, დიდი
როგორც ცხვრის ფარა
შეერთდნენ გზაზე;
და არ ისმენენ ზღაპარს, არც იგავს,
შავში გახვიეს მათ არე-მარე,
ო, ისე ბნელა, ღრუბლიან ციდან
თითქოს არასდროს გამოიდარებს...

??????