პაპიაშვილი თამარ
გაზიარება

საინგილოში 

საინგილოში
ნისლი ჩამოწვა
ღრუბლის ქულებით –
შავი ფერების...
თუ მოგვეშველეთ
შავ ნისლს გავდევნით
შთამომავლები ძველი ჰერების.
თეთრ ცხენს შევკაზმავთ,
ვერ დაგვიჩრდილონ
შავმა ფერებმა...
თეთრო მტრედებო,
ფრთებით დავიცვათ
რაც დაგვიტოვეს
საინგილოში
ძველმა ჰერებმა.

??????