კერძევაძე ელდარ
გაზიარება

*** "შოთა ჩანტლაძე მესიზმრა გუშინ" 

შოთა ჩანტლაძე მესიზმრა წუხელ –
კი არ მესიზმრა, ნამდვილად ვნახე...
თავისი წიგნი მივართვი, ვუქე,
სივრცეს გახედა მწუხარე სახით.
ლაპარაკში ვერ ავიყოლიე,
მხარზე გამხდარი შემახო ხელი.
`ახლა თბილისში გამარონია...”
თქვა და თვალებზე შევნიშნე ცრემლი.
– მშვიდობით იყავ, ჩემო ძმობილო,
ეს წიგნიც ჩემგან სახსოვრად გქონდეს...
გაშალა მიწა, როგორც ლოგინი,
და წაიფარა ვეება ლოდი.

??????