პოეტს ექსკლიუზივი
როინ აბუსელიძეს
ძველი ტკივილი გაფერმკრთალდა, გაუფერულდა,
სევდაც მომაკლდა, როგორც ჯამში იკლო ლობიომ,
ვკალმოსნობ ისევ, ცოტა - გლეხურ - ცოტა მეფურად,
ჭარბად ვიკეთებ გრძნობის - ძარღვში მუზის ოპიუმს.
სახეს შემომცვთარ - ნიღაბზეც კი მცნობენ, მტოვებენ...
ფრთებს ვასავსავებ, გრძნობები კი ყინვამ გაალღო,
თვალებს ცრემლები უკვე აღარ ასაზრდოებენ,
ნადირობისას არ ვიხსენებ ნუკრის ნაამბობს!...
უმოწყალობით მპასუხობს და ვადავებ თამაშს,
ჭიქაში ჩასხმულ სევდასთან, რომ დავიწინდები,
ვემშვიდობები და კვლავ ვხვდები დედას და მამას,
მწყინედება ყველა, და მეც ალბათ ყველას ვწყინდები...
მჯერა და ვუცდი მარტოობა როდის მაამებს,
ვერწყმი წყვდიადებს სითეთრეში შობილ აზრიდან,
არარსობა, რომ არსობასთან დუელს წააგებს,
მაშინ გამოვალ ამაოთა უშვერ ბაზრიდან...
2008 წ.