Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გელაძე ლევან
გაზიარება

მწვანე აკვანი ექსკლიუზივი

ჩემს მამულში ხეც კაცივით ხარობს,
უცხო მხარეს მზევ ნუ დაახანებ,
უნანავეთ, ჭოროხო და მტკვარო,
საქართველო აკვანია მწვანე.

სიამაყით მხრებს იწევენ მთანი,
შევარდენი ფრთებით ღრუბელს ფლითავს.
წყარო მღერის: ნანი, ნანა, ნანი,
საქართველო აკვანია გმირთა.

ბულბულები უგალობენ ნაზად,
საუნჯეა მიწის ყველა ადლი,
შენს კალთაზე მსურს მეც ავხმიანდე
საქართველოვ, შენი ძუძუს მადლით.

ყაყაჩოთა ხანძარია ველზე,
მთვარემ ვეღარ მოაშორა თვალი,
მთა ალაღებს ოქროსრქიან ვერძებს,
იალაღზე შვლებს მირეკავს დალი.

შავ ზღვასავით ღელავს სავსე ყანა,
უცხო მხარეს მზევ ნუ დაახანებ,
ამ სიტურფეს ნახავ სადმე განა?
საქართველო აკვანია მწვანე.

??????