კერესელიძე მთვარისა
გაზიარება

გრიალებს ქარი 

გრიალებს ქარი, ღრიალებს ქარი,
ტრიალებს ქარი, ბრუნავს დროება...
ასე იციან თეთრმა ქარებმა
გზების მოფენა მწვანე რტოებად.
და წუთისოფლის ამაოებად
ბრუნავს, ტრიალებს, წკრიალებს ზარი.
მოდის უსახო, უცხო დროება,
მარადიული გრიალებს ქარი.
დაფენილია გზებზე რტოებად,
ქარს და გრიგალებს არ აქვთ სამანი,
ან ამ გრიგალებს მი და მოება
იასამანი?
მოდის უსახო, უცხო დროება,
ბრუნავს, ტრიალებს, წკრიალებს ზარი.
და წუთისოფლის ამაოებად
მარადიული გრიალებს ქარი!

??????