Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

საბაშვილი შალვა
გაზიარება

ყოველ ზამთარში 

ყოველ ზამთარში თვლემს გაზაფხული,
ყოველ დუმილში თვლემს დაძახება,
თუმც ახლა ყინვით ვარ დაზაფრული,
მაინც მზის დარი წინ მესახება.
თუმცა ქარია, კიდეც თოვდება,
და ზამთრის ნანას ჟღერენ ძიძები,
ვიცი, თანდათან გვიახლოვდება
რაღაც, უეცრად გამაღვიძები.
რაგინდ ავობდეს ძალა მრისხანე,
თუმც გადეჩვივნენ სხივთა ფერებას,
მალე ხეები გამოისხამენ
გამაოგნებელ მშვენიერებას.
ვნახავ – ყინვებმა დროშა დახარეს
მოუგერიებ განაჩენივით,
და პირველივე ზვირთი გვახარებს,
რომ სული არის გადარჩენილი.
თავსხმა, ჩქერების ზღვად დანახუვლი
წინსვლის სიმღერად დამესახება...
ყოველ ზამთარში თვლემს გაზაფხული,
ყოველ დუმილში თვლემს დაძახება.

??????