პეტრიაშვილი გურამ
გაზიარება

სიმღერა პატარა პეპელაზე 

დავით კვიტაიშვილს
ღამეა უკუნი, გრიგალი მძვინვარებს ზღვაზე
და ავად აღძრული ტორტმანებს ტალღების მთები...
პატარა პეპელა დაფრინავს ტალღების თავზე,
ეღლება საბრალოს სუსტი და მსუბუქი ფრთები.
მას მხოლოდ სინათლის დანახვა უშველის ახლა.
სინათლე სჭირდება ტალღებზე ფარფატს და ფრიალს,
რომ ფრთებმა პაწიამ არ იგრძნოს შიში და დაღლა
და გულმა გაუძლოს გოროზი ტალღების გრიალს.
მაშ, საქმე, ბიჭებო! ოხვრა და ტირილი კმარა!
ავანთოთ სანთლები, შევცუროთ მძვინვარე ზღვაში.
წავიდეთ, ვუშველოთ პატარა პეპელას, ჩქარა!
წავიდეთ და ფრთხილად წავიღოთ სანთლები ქარში.
წავიდეთ! წავიდეთ! წავიდეთ, წავიდეთ, ძმებო!
სანთლებით, სანთლებით, სანთლებით, სანთლებით, ქარში!

??????