აბესაძე ანზორ
გაზიარება

*** "შენი სურვილი შემოჰყვა წვიმას" 

შენი სურვილი შემოჰყვა წვიმას,
მოედინება, როგორც ლანქერი;
სულში ბავშვობის სიმშვიდე ბრწყინავს
და ლამაზია დღეს ყველაფერი.
შევუბოჭივარ ეჭვებს და ჭორებს
და ვერას მარგებ თვალთა სისველით,
დროზე გადასჭერ მახვილით თორემ
ვეღარ გაუძლებს მარყუჟს კისერი.

??????