ბროდსკი იოსიფ
გაზიარება

* * * რადგან ქუსლები კვალს ტოვებენ (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)  

რადგან ქუსლები კვალს ტოვებენ - დადგა ზამთარი. 
ცნობენ სახლები გამვლელებით თავებს საკუთარს, 
ხის სამოსელში მინდვრად ყინვით სულმთლად დამზრალნი. 
მე ამ საღამოს მომავალზე რას ვეტყვი, თუკი   

სხეული ისე განიშორებს სულიდან უმალ 
ამ მოგონებებს - რომ ჩასთვლემდი დუმილში ღამის - 
შენს ნაზ სითბოზე, და მიაფენს კედელს ძალუმად, 
რომ თითქოს იგი იყოს ჩრდილი ზურგიან სკამის, 

სანთლის შუქზე რომ აეკვრება კედელს დამტვერილს, 
ტილოს ქვეშ, ცა რომ დააფარა ტყეს თავზე ცერად, 
სილოსის კოშკზე, ჭილყვავების ფრთებით დასერილ, 
ეს ეკლიანი თოვლიც ჰაერს ვეღარ შეფერავს. 

??????