Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

ჭორიკანა ჭრიჭინები 

ოხ, ეს ჭორიკანა ჭრიჭინები რა დღეში არიან,
ყოველ საღამოს მთელი დღის ამბებს განიხილავენ...
თურმე ამ ქვეყანას ციცინათელები შემოსევია,
და ბნელ კუთხეში ჩახუტებული ლამაზი წყვილი შეუმჩნევიათ...

და ჭრიჭინებმა მოსდეს ქვეყანას მათი ამბავი...

ყოველ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ,
ციცინათელები ძველ ლამპიონებში აძვრებოდნენ და ჩამსხვრეულ ნათურებში იბუდებდნენ...
მერე მოუთმენლად ელოდნენ მათ გამოჩენას...
ჭრიჭინები კი ჭორაობით ართობდნენ ღამეს...

იმ საღამოს კი ხმაში სევდა შემოეპარათ,
ვერ გაარკვიეს რატომ გამოჩნდა მხოლოდ ერთი;
ამაოდ ელოდნენ...
დღეს ჩურჩულები არ გაუგიათ...
ჩუმად წავიდნენ და დაიძინეს...

ციცინათელები ჩამოძვრნენ ლამპიონებიდან და თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ...
მათ ხომ არ უყვართ ცრემლები...

ეს ჭორიკანა ჭრიჭინები კი ისევ ხმაურობენ...
ახლა შვილებს ზღაპრებს უყვებიან...

??????