ლომი ექსკლიუზივი
ზაურ ბოლქვაძის პორტრეტისათვის
–ლომო, როგორ ხარ?–
მოგიკითხავენ
და გპატიჟებენ ლუდზე ბიჭები.
მასპინძლის უღელს თვითონ ითავებ
და ყველას იქით ეპატიჟები.
ლომის პარიკი ბევრს შეუკვეთეს
და მეტოქეებს ჰყოფენ კასტებად...
არ გაგიკვირდეს:
ლომზე უმეტეს
ლომის ნიღაბი თუკი ფასდება...
თავს გადააქნევ უკმაყოფილოდ,
ლომს ჯერ სიზმრები არ აგხდომია:
–ცხოვრება თურმე ცირკი ყოფილა
და ცირკის ლომი რაღა ლომია...