სიზმარი ექსკლიუზივი
წეღან დავინახე, წეღან, ბორცვიდან–
ეშმა და ანგელოსი ერთმანეთს კოცნიდა.
აღარსად გაისმის ომების მარში
და აღარც ციხეებს აგებს კირითხურო,
ქვეყნად ერთადერთი ჯალათი დარჩა
ისიც უსაქმოა
და ლექსებს კითხულობს
ბავშვებს აუღიათ თოფი სათამაშოდ
(თამაშში, ბატონო, რაა საგანგაშო?!)
ყველგან სათნოებას უზეიმია,
სადაც ციხე იყო–
მუზეუმია!
ერთ ხმაზე ვმღერივართ დიდი და პატარა
და ერთი ფასი აქვს ლოჟას თუ ქანდარას.
ირევა სიმღერა...ყიჟინა...ხმაური...
და ხმები შრიალებს მტილივით.
........................................................
ახლაც კი არვიცი, ის აურზაური
სიმღერა იყო თუ ტირილი?