Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "ვუცქერ წვიმის და მიწის წაწლობას" ექსკლიუზივი

ვუცქერ წვიმის და მიწის წაწლობას
და მელანდება ვაჟას წაწლები,
იებო, თქვენი ლურჯი ღაწვებით
დღემ გაზაფხულის სუნთქვა მაცნობა.
დღემ გაზაფხულის სუნთქვა მახარა,
და შიგ თვალებში შემომაშუქა,
გახუნებია ჭიმღას ჭაღარა,
დღევ წარსულისა, შენ რომ აჩუქე.
მთები, გამთბარი მთები სტირიან,
თვალთაგან ცეცხლი სცვივა იაბოს,
კვირიკეს ნათელს კოცნის კვირია
და მზით გავსებულ ზღაპრებს მიამბობს.
ნეტავ რომელი გზით ამახვედი,
გაგვეცა, თორო გაიქარები,
ბიჭავ მაგვხედე, ბიჭავ მაგვხედე, _
თავს დამკივიან ფშავლის ქალები.
თან მაფიცებენ ერთგულ და-ძმობას,
თანაც მთასმავენ თვალთა ბაწრებით,
ვუცქერ წვიმის და მიწის წაწლობას
და მელანდება ვაჟას წაწლები.

??????