Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

იერემია 

`ხმა ისმის შიშველ გორაკებზე, განდგომილთა საწყალობელი ხმა...~
იერემია წინასწარმეტყველი
როგორც სჩვევია, იქედნურად მოდგა იქედნე,
მერცხალს სიმერცხლე დაავიწყა, ქედანს სიქედნე,
ვხედნე და ვხედნე მისი სული, ჩემიც ვიხედნე
და, როგორც იქნა, სიყვარული შემოვიკედლე.
მაგრამ რასაც კი გავეკარე, ხელი დავადე, _
ვისთან ვილმე და ვივაჟკაცე, ვისთან ვიდედლე, _
ყველგან დამიხვდა სურვილების სიფუქსავატე
და სიკეთისთვის შემართული ყორნის სითეთრე.
ჟამი ჟამს ერთვის _ უსინათლოს და უპატრუქოს, _
რომ ბედით გზებზე გვაცოდვილოს, გვაუბადრუკოს;
მოდის მოძულე, უსირცხვილოდ ხელებს გვილოშნის,
ცოდვის ბურანში იძირება უფლის სავანე,
ქარებს მიჰყვება დაბნეული ხმა გვირგვინოსნის
და საყდარს აკრთობს მლოცველების ჰარი-ჰარალე...

??????