Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

*** "წლები" ექსკლიუზივი

წლები, რომელიც სადინარმა შესართავს შერთო,
კვლავ დიან წრიდან გასაღწევად და გასაკრეფად,
ჩამომხობილა ზეციური ბანი და ერდო
და ფრთები ჩვეულ სიმსუბუქეს გრძნობენ ნაკლებად.
ალბათ, სანთელი სასახლეში დროებით ენთო, _
გადაქცეულან სივრცეები რკინის საკნებად,
მხოლოდ შენ იცი ერთადერთმა, უფალო ღმერთო,
რა ძვირად უღირთ ანგელოზებს ეს გასაგნება.
ყოფიერების მარწუხებში უნდა გავება, _
კვდება სიცოცხლე უოცნებოდ და უკვდავება;
და სულიც _ ზეცას მოწყვეტილი და ქვადქცეული _
ხდება მსახური ქვეყნიური ზნის და ადათის, _
სიმკვრივეს ერთვის ხელოვნება _ ბავშვის სხეული
და ღმერთის ნაცვლად ხელოსნების ხელში გადადის....

??????