აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

*** "ისევ ინათებს" ექსკლიუზივი

ისევ ინათებს, შეტოკდება ჭავლი წყაროსი,
კვლავ შეაჭირვებს ჭიანჭველას რწყილის ჯაგარი,
ხელს გამოიღებს ხელსაქმისთვის ეს მაჯაგანი
და მიწის შვილებს წარუძღვება ცის ავგაროზი.
ისევ გაქუსლავს ულუმბოსკენ ჩვენი სალოსი,
მტკვარში აშუღებს ჩაეღვრებათ ჰანგი ჩაღანის,
ზღვას გადმოლახავს დიდოელი ნაყაჩაღარი
და საწყალ ფატმანს დააცხრება გულანშაროში.
და მზეც, _ რომელიც ბოროტებას ხელ-ფეხს უბორკავს, _
ისევ იმ მადლით დაადგება ნაცნობ ზუბოვკას;
ქვაც კვლავ იგორებს, ქარიშხალიც ისევ იქროლებს,
კვლავ ამღერდება შემოქმედის ლაღი ოცნება,
ისევ ჩამოქნის რუსთაველი უკვდავ სტრიქონებს
და დიონოსი ღრუბლებიდან დაემოწმება...

??????