ძერწვის გაკვეთილები /ვერლენისეული `მუსიკა უპირველეს ყოვლისას~ ფონზე/ ექსკლიუზივი
თენგიზ კიკალიშვილს
სიცარიელის შესამოსავად
ისევ არ მყოფნის სიტყვა _ ქსოვილი,
რადგანაც ძილშიც პატიოსანი
პოეტი, ლოთი, თანაც ლტოლვილი _
ამა ქვეყნისა სიამეთაგან,
თუნდაც თვით `ქვეყნის ძლიერთა~ მიღმაც
შეძრწუნებული ვუმზერდი საგანს,
ნივთს, ადამიანს, საქმეს თუ თიხას,
რაც დიდხანს ძერწა, ვერ გამოძერწა
აქ: `ხატად თვისად~ უზენაესმა
დატოვა: რა ქნას სტრიქონმა _ ბერწმა,
თუ ჩემი ძვლების არც ესმის კვნესა?!.