კალანდია რენე
გაზიარება

ლოდინის გზაჯვარედინთან ექსკლიუზივი

ზაზა ბოკერიას
ვერტიკალურად მიდის უფლისკენ
ლექსი _ ლოცვაა თუ სამდურავი...
ჰორიზონტისკენ _ ისევ და ისევ
ჯვარი, ბეგარა და საურავი...
აქ რა ჩამოვა? _ ცოდვილ მიწაზე,
რას შევუშვირო შემკრთალი ხელი?..
ფერ-ბგერა-სიტყვით თასი ვარ სავსე
და დამცლელს_ მკითხველს ნიადაგ ველი...

??????