კალანდია რენე
გაზიარება

მრწამსის ერთგულება ექსკლიუზივი

მანანა ამირეჯიბს
`მამაკაცი უკომპრომისოდ
უნდა ჩავიდეს სამარეში~.
აკაკი გაწერელია
ჰო, რა თქმა უნდა, ქარის მთესველი
ვიყავი... ახლა ქარიშხალს ვიმკი _
ბებერი, მაგრამ ურჩი ფესვებით
ამაყად ვუმზერ: ღირსეულ სიკვდილს...
წინაპართ ხატი და საესავი
სამშობლო ჩემი _ ჭენებით მიქრის
უფსკრულისკენ და გული _ მკვნესარი,
რომ არ გამსკდარა, დიახაც მიკვრის!..
აქამდე სული როგორ შემომრჩა,
რწმენაც: ვფიქრობდე, მამულო, ვწერო
სტრიქონი?.. როცა შენს მკერდზე მოჩანს
ჩემი ბორცვაკის ბალახის ღერო...

??????