*** "მე შენზე დიდხანს ვფიქრობდი გუშინ" ექსკლიუზივი
მე შენზე დიდხანს ვფიქრობდი წუხელ,
ვიყავი სავსე ღვინით და მთვარით
და მაგ პატარა, ხორბლისფერ მუხლებს
ვეფერებოდი ცრემლიან თვალით.
შენი თმები და მკლავები მსურდა,
და მელეოდა უშენოდ გული...
ჩემი ჩურჩული და ხშირი სუნთქვა
შორს, სიბნელეში მიჰქონდა დუმილს,
და შავი ფრთებით მოსილი შიში
სულში ტოვებდა ტკივილზე ტკივილს...
და ვქანაობდი გატეხილ ძილში,
ვით მდინარეში ჩაშლილი ტივი.
ვიყავი ღვინით და მთვარით სავსე,
კრთოდა დუმილი მღვრიე და ნელი...
სხვა არაფერი მოჰქონდა ქარსაც,
შენზე ფიქრის და ოცნების მეტი.