Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ფხოველი ჯარჯი
გაზიარება

გაჩუქებ ამ ლექსს ექსკლიუზივი

მოდი, გაჩუქებ ამ ლექსს...
ის იქნება სახედაღარული ბოგანო.
იმის მკერდში იძგერებს ჩემი გული,
ბევრჯერ დაჭრილი,
უფრო ბევრჯერ უარყოფილი...
იმის ძარღვებში იდენს ჩემი სისხლი,
შხამშერეული...
იმისი პირისახე იქნება ჩემი მსგავსი.
მას ხომ ბევრი სიმწარე ახსოვს:
მუშტიც ბევრი მოხვედრია
და დაცინვაც ბევრჯერ იგემა...
მოდი, გაჩუქებ ამ ლექსს...
ჩუმად, წარწერის და შესავლის გარეშე.
ჯიბეში ჩაიჭმუჭნე,
როგორც შხამით გაჟღენთილი ფურცელი.
და დაივიწყე, როგორც კოცნას გადაივიწყებს
ის, ვინც თავისი ბედკრული სული
სიყვარულის ურიცხვ ცეცხლში გამოატარა...
მოდი, გაჩუქებ ამ ლექსს...

??????