შემომადნი ექსკლიუზივი
ვეღარ გამიგია, მძულხარ,
თუ მიყვარხარ,
ისე მომრევია გესლი.
ხანა ხარ ნაყოფი ედემის
ხისა და _
ხანაც სიძულვილის თესლი.
ისიც კი ვიფიქრე, სამოთხის
ჩიტი ხარ,
მე კი ვარ დემონი ზეცის.
მე უკვე ნასროლი თოვლის
გუნდა ვარ და
შენ ფიფქი შერჩენილი ხელში.
ერთხელ მოგიძღვენი მცხუნვარე
კოცნა და
თითქოს ჩავიფერფლე
ცეცხლში.
არც შენ იყავი ყინულის
ნატეხი და
ლამის შემომადნი ხელში.