სიხარულიძე გივი
გაზიარება

მზესთან ექსკლიუზივი

ზღვის ნაპირზე უნაზესი ქალი
იწვა, თითქოს მზის სხივებით მთვრალი.
სადღაც ახლოს ირწეოდა ქარი,
უცბად ქალში შევამჩნიე ქნარი.
მზესთან ახლოს დაფრინავდა სული,
სხეულიდან ნაზად ამოსული.
დაფრინავდა, დაფრინავდა ცაში
იყო მზესთან, იყო ქალში.
როცა სხივმა შეაღწია კანში,
იგრძნო, რომ მას მზე იწვევდა
საცეკვაოდ ცაში.
მაშინ ფიქრმა გაიელვა ქალში:
ეს სამყარო არის ჩემთან ვალში!
ვერ ხვდებოდა, ალბათ, ცოდვის შვილი,
რომ მძივივით იყო აწყობილი,
და ძაფი რომ არ წყდებოდა მასში,
თვითონ იყო იგი ღმერთთან ვალში!

??????