Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კალაძე ამირან
გაზიარება

ფიქრები საკონტროლო წერაზე ექსკლიუზივი

როგორც ურჩი მოსწავლე
სუფთაწერის რვეულში
წითელ ხაზზე გადასვლას
არა და არ მოიშლის _
ლექსი მართმევს სადავეს
და მიიწევს იქითკენ,
სადაც კვდება მთქნარებით
უტყვთა თავშესაფარი...
რა მოელის ნეტავი
ხვალ იმ ჯიუტ მოსწავლეს,
რა ნიშანი დარჩება
ყოფაქცევის გრაფაში...
დღეს რა უნდა ესიზმროს
ნეტავ იმას ხვალ დილით,
ვისაც ელის ტაში ან
გადავარდნა მორევში!
რას იტყვიან ხვალიდან
უტყვთა თავშესაფარში
და სადავეაწყვეტილ
ლექსს რა ბედი მოელის!..
ალბათ ისევ მგოსანი _
და მგონი სხვა არავინ
თავგანწირვის სანაცვლოდ
უკვდავების იმედით,
როგორც ურჩი მოსწავლე
სუფთა წერის რვეულში _
წითელ ხაზზე გადასვლას
არა და არ მოიშლის.

??????