Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბალარჯიშვილი ბაადურ
გაზიარება

ელეგია ექსკლიუზივი

ქუჩაში არავინ არ არის, უბანში არავინ არ არის,
ქალაქშიც არავინ არ არის _ სიცარიელე სუფევს.
ან რას იპოვი _ რას არა, რჩები იმედის ამარა,
ანუ ოცნების ამარა და ახდენას სთხოვს უფალს.
ვეღარ ნახავო მეგობარს _ სამძიმარს მითვლის ჰეკუბა:
მოთმინება არ გეყოფა _ მოლოდინს არ აქვს აზრი...
საქართველოში თითქოსდა ისევ გრძელდება ლეკობა,
ისევ ქართველნი გამხდარან ხარკნი ჯანდაბის ბაზრის.
და ისევ დასტურ მარტო ხარ, მარტოდ შობილი მარტოდენ,
ძლივს გახსენდება წარსულის დღეები როგორ გარბოდნენ,
გარნა-ღა ცრემლით მომდგარით _ ჩუმად რომ უპეს ადნება _
სიმარტოვეში წარსულის წამებაც მოგენატრება...წუთისოფელიც წამია, მაგრამ რა კარგი რამეა _
ის მთვარიანი ღამეც ხომ ლამის მზიანი ღამეა...
ჟამთასვლის ნატისუსალი საუკუნეთა ყროლია.
_ მიმინო გვყავდა?..
_ გაფრინდა...
_ ჩათვალე: არა გყოლია.

??????