მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
გაზიარება

შენი სიცოცხლე ერს უხარია უწმინდესს 

მაცხოვრის კვერთხის მპყრობელი ხელთა,
შეჭიდებული უხილავ მტერთან,
სიმხნით და ღვაწლით აღურიცხველთა,
ცად მიმართ უძღვი ცხოვართა შენთა.
აყვავებული სანთლები ხატთან
სიკეთის დღეთა იყვნენ მაცნენი,
სიწმინდის მადლად და სასწაულად
მშობელთა ლოცვით აღმონაცენნი.
იმედმოსხმულან შენი დღეები
სიხარულს ყოველს რომ უწილადებ,
შენი ფიქრია შენი მამული
სამარადისო ნათლით ბრწყინავდეს.
თუ საქართველო წმიდა ჯვარია, _
ნატრობ, _ სამოთხის კართან იყოსო...
შენი სიცოცხლე ერს უხარია,
მრავალჟამიერ, კათალიკოსო!...

??????