ყოველდღიურობის სიცხადე
ო ლენა ო ელენე ო მარმარილო ო შამპანური საძინებელი
ტელევიზორი ო ჭაბუას ფილმები ტელევიზორში ო
თანამედროვე
საქართველო მოდა და სიბრძნე ო ხელშეუხებელი ნიჭი
გამრავლებული 35 მმ.
ოქროს ფირებზე ო კინომსახიობთა თეატრი ო ბილეთები ო
თუმანიშვილი ო
ჩაის სმა კონიაკით ო ხელოვნება ო სინატიფე ო–ო
მკვდრები ო ძლიერები ო
ინტელიგენცია ო ვაკე ო პარიზი ო თურქეთი _ (სერგო
ფარაჯანოვი მიდის
ვირთან ერთად, ვირი ჭამს მწვანე ბალახს მდელოზე)
– მაგრამ ო
მონუმენტური წერეთელი ო ძარღვიანი ამაშუკელი ო
ჩუქურთმა – (გელა პატიაშვილი
აფურთხებს სენაში – მე ვაფურთხებ ურნაში
მარჯანიშვილზე) – ო
ჯანსუღ ჩარკვიანი ო ლიანა ისაკაძის ვიოლინ მერსედესში ო
სარეკლამო
სააგენტო მი–მი–ნო ბ. კიკაბიძის სახელობის – ო 10–ე
კლასელი ქერას სექსი – ო
მშვენიერება ო ელდარ შენგელაია გადასაღებ მოედანზე ო
გიორგი
შენგელაია გადასაღებ მოედანზე ო ქეთი დოლიძე ო ლანა ო
სცენარზე
თავდახრილები ო წვა ო მუზა ო რუსული და ინგლისური ო
სიმჟავე ო ხელოვნება ო დათა
თუთაშხია ო ქართველი ფანტასტი გურამ ფანჯიკიძე ო
თენგიზ
აბულაძის გმირობა ო პიკო ო მოზაიკა ო ქეიფი ო ტელევიზია
ო ორჯონიკიძე იზა