სიდამონიძე მერაბ
გაზიარება

რას ვიფიქრებდი ექსკლიუზივი

თუშის ქალები უკრავენ გარმონს,
ვერ გავჩუმდები! _ უნდა შევაქო!
მხრებს ისწორებენ, მუსიკის გამო,
აქეთ დიკლო და იქით შენაქო.
ძილისწინ იფშვნეტს თუშეთი თვალებს,
თუმც არ ეტყობა წლებით გადაღლა,
დაჰკიდებია ომალო მთვარეს
და აღარ უშვებს მთების გადაღმა.
თუშეთო! _ ჩემო სევდავ უშრეტო!
გადამიქროლეს შენმა ქარებმა,
რას ვიფიქრებდი! _ ყოფნა უშენოდ,
თუ შემძრავდა და შემაქანებდა.

??????