ლადო ასათიანის გახსენება ექსკლიუზივი
ქაშვეთის გუმბათს ვუსწორე თვალი,
მერე კი მზერა გადასწვდა ღრუბელს,
მეც ლადოსავით დავდივარ მთვრალი
და ცხელი ლექსი მითუთქავს უბეს.
აქ, აქ უყვარდა მას ხეტიალი,
აქ გადაიქცა ლექსის მუღამად,
აქ ჩაუთავდა დღეთა შრიალი
და თვალიც აქვე ამოუღამდა.
ვეღარ მოთოკა ბედი იოლად,
წლებიც გაექცნენ, ქარში შლილები,
გაქრა, სულეთში თან გაიყოლა
სევდა _ უკოცნელ ქალიშვილების...