ცარციძე იზო
გაზიარება

ივნისი კაცხში ექსკლიუზივი

მოლზე შრიალებს ტალღა გვირილის
და ზღაპარში ხარ, ასე გგონია,
ისე კარგია ამ დროს ტირილი, -
სიმღერა მასთან მონაგონია!..
ბალახში ეძებ ჭიამაიას,
წინანდებურად რომ უთხრა - "ფრინდი"...
სოფელს ახურავს ცის დარაია
და ეპარება ღელისპირს ბინდი.
ივიწყებ წარსულს, სევდიანს ასე,
სიცილ-ტირილის ცრემლები გდიან
და ბალახების სურნელით სავსე
სახლში ბრუნდები ძალიან გვიან...
გაცილებს მოლი წერწეტ გვირილით,
ზღაპრის ქალი ხარ, ასე გგონია,
ისე კარგია ამ დროს ტირილი, -
სიმღერა მასთან მონაგონია!..

??????