ჭრიჭინა
შენი სოფელი დედამიწასავით მრგვალია,
იქ ყველა ყვავილი და ბალახი მართალია.
წვიმა სახლს ალბობს, ქარი კი უცვლის ადგილებს ნივთებს,
სიზმარში მხვდები, ხელს მართმევ და სათვალეს ირგებ.
აწყობ ქაღალდებს მაგიდაზე და არ კი გახსოვს,
რომ წვიმა ისევ ტბორავს ადგილებს, გარეცხავს ჩრდილებს
და ჭრიჭინები ყოველ ზაფხულს ერთად მღერიან,
რომ მათი მოდგმა ღამით ძალზე ბედნიერია.