ჭუმბურიძე დოდო
გაზიარება

*** "უწყლო ხეობასავით ვარ" ექსკლიუზივი

უწყლო ხეობასავით ვარ და პოლარულ ღამეს ვუძლებ,
ცაში აჭრილ ჩიტებს ვატან ამ ლექსებით სავსე ფურცლებს,
ერთს ასკილის ყვავილს ვუძღვნი,
ერთს _ გამოჭრილს კლდეში დილეგს,
სადაც ქალი უფლისათვის ქარგავს ულამაზეს ღილებს.
მოლოდინებს ვერ გაუძლებს, აუყვება ბილიკს მზისკენ,
გული ამ სტრიქონსაც უცემს, _ გასაჩენად რომ გავრისკე. . .
შენ, უფალო, გიძღვნი ამ სულს, ლოცვით სავსე სიმხურვალეს,
მარტო შენ თუ გადაგვარჩენ, მარტო შენ თუ გვიმკურნალებ!..

??????