ჩხიკვაძე ვანო
გაზიარება

გაზაფხულია, მარიამ! ექსკლიუზივი

ცისკრის ვარსკვლავი ჟიკჟიკებს,
მაღლა ნაკლული მთვარეა,
გაზაფხულია, მარიამ!
აფრინდა, თეთრი ტყემალი –
კარღია დარჩათ გალია,
გაზაფხულია, მარიამ!
მიტოვებული საფლავის
პატრონი, შემამკობელი,
გაზაფხულია, მარიამ!
ამ ჩემი საწყალი ლექსის
გულდათუთქული მშობელიც,
გაზაფხულია, მარიამ!
სიცოცხლე რა ხანმოკლეა,
სიკვდილი როგორ მალეა,
გაზაფხულია, მარიამ!
ბედნიერი ხარ, ქალწულო,
შარავანდედი გავლია,
ორიათასი წლის ბიჭი
კალთაში გიზის, მარიამ...
სადაც კი ფეხი დაადგი,
ნატერფალებიც ჰყვავიან...
გაზაფხულია, მარიამ!

??????