მჭედლური დავით
გაზიარება

ბოლო წერტილთან ექსკლიუზივი

უკვე გარბიან ჩემგან სიტყვები,
უკვე დამტოვეს კარგმა ლექსებმა,
უკვე დამთავრდა ტყეებზე ფიქრი,
თოვლზე ოცნება და თავშექცევა.
რა დაგიტოვო, გარდა თრთოლვების,
გულს რომ აგდებენ ზოგჯერ მკერდიდან,
რაც არა ერთხელ მწარე ყვირილად,
ან ცრემლის წვეთად გადმომედინა.
სხვა არცრა იყო ჩემი ცხოვრება,
ან ვინ გამყაროს ბუნების ნაწილს,
გაიხსენოდეთ, აპრილის ქარში
ფოთოლ-ბალახად ქცეული კაცი.

??????