მჭედლური დავით
გაზიარება

უკანასკნელი საღამო ექსკლიუზივი

ისე დაგშორდი, როგორც შორდება
მდინარე მთებს და ხეებს ფოთოლი,
წვიმდა და სველი ჭალების გასწვრივ
გულგრილად იწვა ნისლის კოტორი.
ვიღაცა ხმობდა, სადღაც ფრინველებს
ედგათ ჟივჟივი, მარტოსულ ძერას
სდევნიდა ქარი და ყრუდ ისმოდა
ფერდაკარგული არაგვის ხველა.
შენ სადღაც, უკან, ხეობის ბოლოს
დარჩი და წასვლა არსად გეწადა,
დაჟინებული წვიმა და სთველი
იდგა, ულმობლად სულს გიწეწავდა.
მე კი დაგშორდი, როგორც შორდება
მდინარე მთებს და ხეებს _ ფოთოლი,
და საღამომდის, როგორც ვეშაპი,
მომდევდა ლეგა ნისლის კოტორი.

??????