გელაშვილი ნაირა
გაზიარება

ჩემი ნაძვებიანი სკვერის ჩიტი, რომელსაც რიჟრაჟი შემოჰყავს ექსკლიუზივი

როგორც კი წარმოვთქვამ
` ... ვითარცა ცათა შინა...~,
მაშინვე ძახილის ნიშნად ჩაერთვება
რიჟრაჟის პაწია ჩიტის ამოსტვენა
და გაჰყვება ხოლმე
`ქვეყანასა ზედა~-ს
და ჩემს ყურს გაიყოლებს დაბურულ ნაძვში,
ყურს, რომელსაც წარმოსახვაც მიჰყვება,
და იქ დაიტოვებს
`ნუ შემიყვან ჩუენ განსაცდელსა~-ს მანძილზე
და ძლივს გამოუშვებს `ამინ~- ისთვის
ეს პატარა ყურთამპყრობელი.

??????