ხორნაული ვაჟა
გაზიარება

*** "ჴქრო და ქვიშა მარადისობის" ექსკლიუზივი

ოქრო და ქვიშა მარადისობის
(ვერ გამოლიეს სითბო ბინდებმა).
ვინც გენატრება, განა ის მოდის,
ვინც არ ელი, ის მოფრინდება.
ნაყანევი და ნაპირმზითალი,
დავიწყებული გზა და ცელები.
წაქცეულ ვაზთან ლანდი წმინდანის,
ჭაღარა ხავსი საწნახელების.
დამსკდარ კედელზე მწვანე რტოები,
სხვა წყაროები და სხვა წრეები.
ლოცვა-ვედრება სამრეკლოების,
სევდა ჩამქრალი სამარეების.
მწვერვალთა მიღმა ცისკრის გალობა,
ჰორიზონტებთან ცის მოდიდება...
მხსნელი ვინცაა, ის კი არ მოვა,
ვინც შეგიწირავს, ის მოფრინდება.

??????