მეტრეველი მერაბ
გაზიარება

14 აპრილის ექო ექსკლიუზივი

დარეკეთ სიონის ზარი,
დარეკეთ ქაშვეთის ზარი,
ქართველი არ არის მკვდარი,
დარეკეთ, დარეკეთ ზარი.
ჭადრებს აბარბაცებს ქარი
თუ გრგვინვა, ამბოხი სისხლის,
დარეკეთ, დარეკეთ ზარი,
დღეს ვნება სამოსელს იხსნის.
დარეკეთ, დარეკეთ მძლავრად,
მიაწყდეს მცხეთას და გელათს,
საფლავში არ ექნეთ ჯავრად,
დარეკეთ, დარეკეთ მძლავრად.
გამოდის ათასი ცოტნე,
მედროშე ხვალინდელ ცისკრის,
იმ მწარე ტკივილის მცოდნე
გამოდის სიცოცხლის რისკით.
დარეკეთ, უწიოს ზენას,
დღეს არის ერთობა სრული,
ქართველს თუ წაართმევ ენას,
რად უნდა, წაართვი სულიც.
ზეცას ცისარტყელა სერავს
თუ დიდი სვეტია ნათლის,
გულო, გაუძელი ძგერას,
ფეხზე წამომდგარა ქართვლი.
დარეკეთ, დარეკეთ ზარი,
გადასწვდეს დიდგორს და მარტყოფს,
აქ განა ფარაა ცხვარის,
არწივთა ჯილაგი ბარტყობს.
დარეკეთ, დაბზაროს მთები,
შეესმას ცასა და მიწას,
ქართველი ზეიმით კვდება,
როდესაც საფიცარს იცავს.
დარეკეთ ათასი ზარი,
დარეკეთ, დარეკეთ მძლავრად,
არ არის სამშობლო მკვდარი,
სულო, ნუ გექნება ჯავრად.

??????