მეტრეველი მერაბ
გაზიარება

დედა ექსკლიუზივი

მესიზმრა, მხოლოდ თვალებით
უხმოდ მკითხავდა ამბავს,
იქიდან აქეთ ღიმილი
დედას შეეძლო ალბათ.
სულს ადგა დიდი ნათელი,
გამომეღვიძა როცა,
მარტოდენ დედას შეეძლო
იქიდან აქეთ ლოცვა.
შორი ქვეყნიდან მზირალი
იქნება უკეთ გვხედავს,
ვინა სთქვა დედის სიშორე,
თვითონ ჩვენშია დედა.
ჩემთვის ისევე მზეობენ
მისი ჭაღარა თმები,
გულში თუ სუსხი ჩამიდგა,
იქიდან აქეთ ვთბები.

??????