მეტრეველი მერაბ
გაზიარება

*** "აპრილი ხეზე შემოჯდა კვირტად" ექსკლიუზივი

აპრილი ხეზე შემოჯდა კვირტად
და ჩვენში ლაღი ჩიტივით გალობს.
უცებ გაკოცე და გაგიკვირდა,
რად გაგიკვირდა, პატარა ქალო!
სხეულში უხმოდ აფეთქდა დენთი
და სულში ცეცხლი აშარიშურდა,
მე განა შენთვის, ო, განა შენთვის,
გაზაფხულისთვის მეკოცნა მსურდა.

??????