ხარჩილავა ვახტანგ
გაზიარება

მონოლოგი წარსულიდან ექსკლიუზივი

...უკანასკნელად ჩაქრა ვარსკვლავიც,
უკანასკნელად ჩაქრა კაშკაშით.
შუბზე ამაგეს და დროშასავით
ამაფრიალეს უცხო ლაშქარში.ვის წაჰყვა ჩემი ცოლი და ძაღლი,
ნეტა ვინ აღებს ბჭისკარს ჭრიალით,
ჩემს ძვლებს, გაჟვერილ თივაზე დაყრილს,
ვისი ურემი მიაჩხრიალებს.
ქვეშ ვის უგია ჩემი ნაბადი,
დევის ტყავივით ტანს რომ მეხვია,
მტრის გუთნისდედა ალბათ მარაბდას
ხნავს და ჩემი ძე მისი მეხრეა.
სამარადისოდ სხვამ დაიტოვა:
( მე მტვრიან ბინდში უნდა ვიარო)
ცა _ ნათხოვარი ლურჯი მინდორი,
უფლისგან ღამე სახეტიალოდ,
ჩემი ფიალა აწ ვინ დასცალოს,
ნორჩი ვენახი ვინ გამიხაროს,
ანდა უმზეომ და უვარსკვლავომ,
რით გავითენო, რით დავიღამო.
ვის ერდოზე ჰყეფს ერთგული ძაღლი,
ვიღას უმშვენებს ცოლი მზიანეთს,
ჩემს ძვლებს, გალუმპულ თივაზე დაყრილს,
ვისი ურემი მიაჩხრიალებს...

??????