*** "ყველაზე მეტად მრცხვენია ჩემი" ექსკლიუზივი
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების
ქარიშხლიანი დღეები და სინანულის
ჟრუანტელი მივლის
ტერენტი გრანელი
ყველაზე მეტად მრცხვენია ჩემი
/საკუთარ სულსაც სჭირდება მოვლა.../
ეს მეშვიდეა,
მეშვიდე წელი,
თითქოს არა ვარ და თითქოს რომ ვარ!..
ქუჩაში ქარი დაეძებს ბინას
და უმიზეზოდ აწვალებს ფოთლებს,
მე გული არა,
ნეკნები მტკივა,
გარდაცვალების ჩემის ვარ მოწმე!..
ყველაზე მეტად მრცხვენია ჩემი...
და პატიებას ვერ ითხოვს გული,
რადგან დაკარგა ამ ქუჩამ ძველი
ალუბლის ფერი
და ვარდის სუნი!..