თედორაძე დავით
გაზიარება

წყევლა ექსკლიუზივი

ვინც საქართველოს უორგულებს,
ცაც გაუშავდეს, –
წყალიცა!
ვინც საქართველოს უორგულებს,
ცოლიც გაუბახდეს, –
ქალიცა!
ვინც საქართველოს უორგულებს,
სულიც დაუბრმავდეს, –
თვალიცა!
ვინც საქართველოს უორგულებს,
ხორციც დაენაცროს, –
ძვალიცა!
მადლი არ ეღირსოს,
უმადურმა ყვავი და ყორანი კვებოს,
დედა გველს შეაჭამოს,
მამის სისხლით
თმა-წვერი შეიღებოს!
ჩაძაღლდეს მისი ნაშიერიც
უწყლოდ, უდაბნოს ხანძრითა,
გვარიც წაბილწული,
ჯიშიც წაბილწული,
იხსენიებოდეს ღვარძლითა!
ვინც საქართველოს უორგულებს!..

??????