დავითაძე ემენ
გაზიარება

მზეა, თოვლია... ექსკლიუზივი

აუ, რამდენი სხივი თამაშობს,
რამდენ მარგალიტს გააქვს კრიალი.
თქვით, გასაკვირი რაა ამაში,
გულში რომ სიმმა გაიწკრიალოს.
თქვით, გასაკვირი რაა ამაში,
ლექსი და კაცი – ორნი ვინთებით.
ხეზე ტოტები ჩანან მარმაშა,
როგორც ზღაპრული ორნამენტები.
ასი ათასი ლალის მფლობელი,
ველზე ვდგავარ და ვგავარ გოლიათს.
მზიდან სხივების ტალღა მოღელავს,
ჩემსკენ მოღელავს? – არა მგონია.
ასი ათასი ლალის მფლობელი
მიწა ვარ, ცა ვარ, მზეა, თოვლია...
მზიდან სიცოცხლის ტალღა მოღელავს,
მე რა მგონია, მე რა მგონია?!

??????