რეხვიაშვილი ნიკო
გაზიარება

მესამე ექსკლიუზივი

ამირან დარეჯანის-ძევ,
ყველა ბოროტის სათავეს,
ცხრა თავი ება გველეშაპს,
უშიშრად სჭრიდი ცხრათავეს.
ორ გველეშაპსაც დღევანდელს,
გმირო, ნუ ჩათვლი ჭიებად,
იმ დიდ გველეშაპ-გველების
მათაც ცხრა თავი მიება.
მაგრამ ეგენი, ამირან,
მოზიდულები მშვილდებად,
ცხრაჯერ ცხრა თავსაც იბამდნენ –
მოჭრა არ გაგიჭირდება.
მესამე, დარეჯანის-ძევ,
მაგ ორზე ფერ-გულშავია...
ფრთხილად, გველეშაპს მეათე
და უჩინარი თავი აქვს!

??????