საინგილოდან ექსკლიუზივი
მიშველე, დედავ, ვერ ვიგუებ სხვის ადათს ძიძად,
ტკბილ-მშობლიური შენი ნანა მოაკლდა სმენას,
გულს მგლეჯენ, ქართულს მავიწყებენ ენას და რწმენას,
მიშველე, დედავ, დაიხსენი ეს ცა და მიწა...
მაგ მადლიანი ძუძუების რძითა და ხსენით –
გაზრდილი, თუმცა აწ უმწეო, ვით აკვნის ბალღი,
მიხსენი, ისევ გამძლე სისხლით ამივსე ძარღვი,
ძუძუნათელო, მენატრება ალერსი შენი!